კერძო ბაღების წარმომადგენელთა განცხადება

კერძო ბაღები და საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათი“ მთავრობას მიმართავენ და კერძო ბაღების საჯარო ბაღებისგან გამიჯვნას მოითხოვენ. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება პანდემიის რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე უნდა მიიღონ.

ისინი მოუწოდებენ ეპიდემიოლოგებსა და საკოორდინაციო საბჭოს, პირველი მარტიდან კერძო ბაღებს მიეცეთ საშუალება, სააღმზრდელო პროცესი უწყვეტ რეჟიში განაახლონ.