კელი დეგნანი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დეპოლარიზაციის პროცესის აუცილებლობაზე საუბრობს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კიდევ ერთხელ მიმოიხილა 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯები. მისი განცხადებით, სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმ რეკომენდაციების და რეფორმების შესრულებაზე, რაც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი და ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე.
კელი დეგნანმა ეს განცხადება „იუესეიდის“ სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გააკეთა.