ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი

შეძლებს თუ არა საქართველო დათქმულ ვადაში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ახლა საქართველოსთვის 12 პუნქტზე მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა „ქართული ოცნება“ პასიურობს.

ამ პროცესის მიმდინარეობაში ვერანაირ შეფერხებას ვერ ხედავს მმართველი გუნდი. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესრულების გზაზე პროგრესია. მთავარ გამოწვევად „ქართული ოცნება“ პირველ პუნქტს – დეპოლარიზაციას ასახელებს, რომლის მოსაგვარებლად ორივე მხარის ჩართულობაა აუცილებელი.