როგორ სრულდება 12 რეკომენდაცია – ანგარიშის პრეზენტაცია

12:10, 28.03.2023

როგორ სრულდება ევროკავშირის 12 რეკომენდაცია – ამ საკითხზე „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის ძირითადი ნაწილი კვლავ შესასრულებელია. კვლევის ავტორები მთავარ პრობლემად ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს ასახელებენ. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას 12 პუნქტის შესასრულებლად ერთობლივად მუშაობისკენ მოუწოდებს. კვლევის პრეზენტაციას ოპოზიციის ნაწილი და საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი