კანდიდატის სტატუსი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, პოლიტიკური სპექტრი 15 დეკემბრის მოლოდინშია. სწორედ ამ დროს გამოცხადდება ოფიციალურად კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება. შეძლებს თუ არა პოლიტიკური სპექტრი რეკომენდაციებზე ერთობლივ მუშაობას, ჯერ უცნობია – მითითებებს შორის ერთ-ერთი დეპოლარიზაციაა, რაზეც პოლიტიკურ მხარეებს შორის ურთიერთბრალდებები არ წყდება.