ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი

რამდენიმე თვე რჩება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გარშემო მოლოდინი და პროგნოზები კი კვლავ არაერთგვაროვანია. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ევროკომისიის დავალებებს მმართველი პარტია განზრახ არ ასრულებს.

„ქართული ოცნება“ პროცესის მიმდინარეობაში შეფერხებას ვერ ხედავს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციები ივნისის ბოლომდე სრულად შესრულებული იქნება. მთავარ გამოწვევად „ქართული ოცნება“ პირველ პუნქტს – დეპოლარიზაციას ასახელებს.