პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებში ცვლილებებს ელის.

ნიკა გვარამიას შეწყალებით ხელისუფლების ოპონენტები პოლარიზაციის შემცირებას პროგნოზირებენ. დაკავებამდე „მთავარის“ დამფუძნებლის აქტივობების და რურუა-უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, დეპოლარიზაციის მოლოდინი არ აქვს მმართველ გუნდს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯს აკრიტიკებს და მისგან განმარტებებს ითხოვს. ჩნდება კითხვა – აქვს თუ არა გვარამიას პოლიტიკური გეგმები, მითუმეტეს, რომ ის მის მიერვე დაფუძნებული ტელევიზიის ხელმძღვანელობას აღარ აპირებს. ოპოზიციის ნაწილი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას არ გამორიცხავს და ასეთ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნოდ გარკვეულ გადაჯგუფებებს და სიახლეებსაც ელოდება. ახლა საინტერესოა, როგორ აისახება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების მექანიზმის გამოყენება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ევროკომისიამ ზეპირ ანგარიშში დღემდე შეუსრულებელ ერთადერთ რეკომენდაციად სწორედ მედიასთან დაკავშირებული პუნქტი დაასახელა. საერთაშორისო გამოხმაურება ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან პოზიტიურია.

ერთწლიანი და ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ შეწყალებული ნიკა გვარამიას ბოდიში სალომე ზურაბიშვილს და სისხლის სამართლის რეზონანსული საქმე, რომელიც პოლიტიკურ წრეებში დღემდე სადავოა, – თემაზე საუბარს სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს.