სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ყოველკვირეული წირვა აღავლინა.
მსახურების დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები შეახსენა, რომელიც ქრისტიანებს სიყვარულით და რწმენით ცხოვრებისაკენ მოუწოდებს.