მიიღებს თუ არა პარლამენტი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“? დოკუმენტი კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. უკვე ცნობილია, რომ კანონპროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას ეხება, მმართველი გუნდი პრინციპების დონეზე მხარს დაუჭერს და პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში, მის დაძლევაზეც იფიქრებს. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები კი განცხადებას ავრცელებენ, სადაც კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და მის მიღებას ეწინააღმდეგებიან.
პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.