კონსულტაციები პარლამენტში

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს იწყებს. მათი განცხადებით, კანონპროექტი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისა და გაუქმებისკენ, რასაც, თავის მხრივ, საქმიანობის გამჭვირვალეობასთან და კანონის უზენაესობის დაცვასთან კავშირი არ აქვს. „ლელოს“ განცხადებით, კანონპროექტის მიღება დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს და დააბრკოლებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.