„ხალხის ძალის“ განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალა“. მასში ნათქვამია: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ მას არ უთქვამს მთავარი – ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ცხადია, ოპოზიციას დამოუკიდებლად არავითარი არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს. თუმცა საქმეში ჩახედული კაცისთვის ისიც ცხადია, რომ ქვეყნისა და ხელისუფლების მთავარი მტრები არა კეზერაშვილი, ხაბეიშვილი, ვაშაძე ან ლომჯარია, არამედ მათი უცხოელი პატრონები არიან. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკის ხელისუფლებაში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები შესუსტდა, რაც მსოფლიო პოლიტიკაზეც დადებითად აისახა. თუმცა ტრამპის მარცხის შემდეგ „გლობალურმა ომის პარტიამ“ ამერიკის ხელისუფლებაზე გადამწყვეტი გავლენა დაიბრუნა და მსოფლიოც კიდევ ერთხელ საფუძვლიანად აირია. იმედი გვაქვს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკაში რესპუბლიკელები მოიგებენ, რაც მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების რელსებზე დააბრუნებს.”- ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.