სუს-ის განცხადება დესტაბილიზაციის და არეულობის გეგმაზე - შეფასებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სუს-ი ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესების გადაფარვას ცდილობს. მმართველ პარტიაში კი არ უკვირთ გავრცელებული ცნობები. დესტაბილიზაცია, სამოქალაქო არეულობა და შედეგად ხელისუფლების დამხობა – სუს-ის ინფორმაციით, ასეთია საქართველოში განსახორციელებელი ძალადობრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით მზადდება, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.