ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება - გამოხმაურება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელი უწოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა, რომლის განცხადებაც, უკვე მეორე დღეა შეფასებები თემაა ქართველ პოლიტიკოსებში. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ საზოგადოებამ და გადასახდელების გადამხდელებმა უნდა იცოდნენ, რა მიზნით და რა თანხები იხარჯება საქართველოში, შემოსავლის დეკლარირება ჩვეულებრივი ამბავია, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება განვითარებული დემოკრატიების სტანდარტს. შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს შეესაბამება.