„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი - შეფასება

ხვალ პარლამენტის ბიუროს წარედგინება პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ამერიკული ვერსიის ანალოგია. კანონი ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, ავალდებულებს უცხოური აგენტების რეესტრში დარეგისტრირდნენ. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა შეაფასა. თეა წულუკიანის განცხადებით, კარგი იქნება, თუ არასამთავრობო სექტორი ითანამშრომლებს და დათანხმდება იმას, რომ გამჭვირვალობა მათთვისაც გაჯანსაღების გზაა. მინისტრის თქმით, საზოგადოების მართვაში ჩართულ ნებისმიერ უწყებას – ხელისუფლებას, ისე არასამთავრობო სექტორს საბაზისო და ელემენტარული გამჭვირვალობა ევალება.