ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე და მიხეილ კალანდიას ეპიზოდი.
პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. მათ შორის იყვნენ გამომძიებლები და ექსპერტები. დაცვის მხარე ერთ-ერთი გამომძიებლის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, გამომძიებელმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა საქმესთან შემხებლობაზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.