უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - გამოკითხვის პროცესი პოლიციაში

გამოკითხვები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე საათია, გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც მერიის მიერ ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვეს და პროექტი მოამზადეს. ძიება ადგენს, რამდენად აკმაყოფილებდა კომპანია „ელემსის“ მიერ შემუშავებული პროექტი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას.