გამოკითხვა რუსთავის ციხეში

გამომძიებელი და ადვოკატი იმყოფებოდნენ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ კალანდიასთან.

კალანდიასთან კითხვები, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჰქონდათ, თუმცა მან კითხვებს არ უპასუხა. ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ კალანდია ჩვენების მიცემას მენაბდის წინააღმდეგ არ აპირებს. ამასთან, ზურაბ თოდუა გამომძიებელ გენადი   იოსებაშვილის დაკავებას მოითხოვს. მისი მტკიცებით, თავის დროზე გენადი იოსებაშვილმა გიორგი გახარიას უკანონო დავალება შეასრულა, ახლა კი ასრულებს ვახტანგ გომელაურის დავალებებს.