შეხვედრა საგამოძიებო უწყებაში

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მას უამრავი კითხვა აქვს მომხდართან დაკავშირებით და სურს, გიორგი გახარიასგან მოისმინოს, რომ საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და დასახელებული იქნება ის სამი ჩინოსანი, ვის ფაილებშიც, მისი ინფორმაციით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილმა შეაღწია. შეხვედრა უკვე შედგა საქმის გამომძიებლებთან, თუმცა, გარდაცვლილის მშობლები აცხადებენ, რომ მათ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. 

გიორგი კობერიძე გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში – რა საკითხებზე იყო საუბარი გამომძიებლებთან შეხვედრისას და რაიმე ახალი ინფორმაცია ხომ არ გახდა ცნობილი საქმესთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი