კაფე „გალერის“ დაცვის სამსახურის უფროსის სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განმარტა არცერთ ეპიზოდში ის დამნაშავედ თავს არ ცნობს.
წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა – ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე, მაგრამ არცერთი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
საქმის არსებით განხილვა 23 ივლისს 11:00 საათზე ჩაინიშნა.