მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე

ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საუბარია შაბათს გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები ცივი იარაღით საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიაყენა. დაჭრილი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის დროს ის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყო.