ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია.

ონლაინ-პლატფორმაფიდსის“ დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავეებად სცნეს. აკო ჭელიძეს 17-წლიანი, გიორგი კავილაძეს კი 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

შვიდი თვის განმავლობაში დაცვის მხარე ცდილობდა, კავილაძისთვის წაყენებული მძიმე მუხლი მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით გადაეკვალიფიცირებინა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მოკლულის ოჯახი ახლა დანაშაულის დამკვეთების გამოვლენას და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების გააქტიურებას მოითხოვს, დამკვეთების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას 15 სექტემბერს ანჯაფარიძის ქუჩაზე 10 ტყვია ესროლეს. მკვლელობა სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა.

დატოვე კომენტარი