აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სასულიერო პირის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გამოძიების ინფორმაციით, 25 ნოემბერს ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათთვის წარდგენილი მუხლები სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.