კაფე „გალერის“ დაცვის სამსახურის უფროსის სასამართლო პროცესი

კაფე „გალერის“ დაცვის სამსახურის უფროსის სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განმარტა არცერთ ეპიზოდში ის დამნაშავედ თავს არ ცნობს.

წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა – ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე, მაგრამ არცერთი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

საქმის არსებით განხილვა 23 ივლისს 11:00 საათზე ჩაინიშნა.