რამდენიმე საათში ამერიკის გმირს, სენატორ ჯონ მაკკეინს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. მაკკეინი 81 წლის ასაკში, 24 აგვისტოს, თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა. ვიეტნამის ომის ვეტერანმა და რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა 60-წლიანი კარიერით მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი. გავლენიანი სენატორისა და საქართველოს მეგობრის, ჯონ მაკკეინის ცხოვრების გზა ლევან ახალაიას და მარიამ ცარელაშვილის სიუჟეტში.