საერთაშორისო საზოგადოება გმობს უკანონო არჩევნებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, – წერს სენატორი ჯეიმს რიში „ტვიტერზე“. „სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონიდან ერთ-ერთი. საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას” – წერია განცხადებაში. სენატორის თქმით, უკრაინა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის დაშლას და განადგურებასაც პუტინი ცდილობდა და ცდილობს.