დე ფაქტო სასამართლო პროცესი

ოკუპირებულ ცხინვალში, საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ქართული მხარე მათგან ინფორმაციას ელოდება. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად დასდეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და „წითელ წიგნში“ შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა, მღებრიშვილის „ვიდეოაღიარებაც“ გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 000-დან 10 000-ს დოლარამდე ჰპირდებოდნენ.

ოჯახი ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავს.