გერმანიისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის შედეგად მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება.
31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ავარიულ შენობაში ცხოვრობდნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე სამუშაოები გერმანიის ელჩთან ერთად მოინახულა. მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილ ოჯახებს საკუთარ მიწის ნაკვეთებზე დამატებით 122 სახლს აუშენებენ. განსახლების შემდგომ კი ოჯახებს შემოსავლის გაჩენის მიზნით გრანტებიც გადაეცემათ.