კოვიდგადატანილ ბავშვებში ღვიძლის მწვავე ანთების შემთხვევები ფიქსირდება მსოფლიო მასშტაბით. გართულებების შესახებ იაშვილის საავადმყოფოს დირექტორმაც ისაუბრა. ივანე ჩხაიძის თქმით, პანდემია არ დასრულებულა და გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით ახალი ვერსიები იკვეთება. მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი ვერსიით, მცირეწლოვნებში გავრცელებული უახლესი ტენდენცია – ღვიძლის მწვავე ანთება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სწორედ კორონავირუსთან.
ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ჯანმო ამ ეტაპზე „კოვიდის“ სამი ახალი შტამის გავრცელების შესახებ საუბრობს.