„ომიკრონის“ ახალი ქვეშტამი საქართველოში

რეგულაციების თითქმის მოხსნის და პრაქტიკულად, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებო ხდება.

ბოლო ერთი კვირის მაჩვენებლები წინა კვირის მონაცემებს თითქმის ორჯერ აჭარბებს. ანუ ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით დაინფიცირების 1 100-მდე შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში ახლა ძირითადად „ომიკრონის“ ახალი შტამი – BA 5, ასევე თებერვლიდან გავრცელებული BA 2 ცირკულირებს. გადადების მაღალი ხარისხით ცნობილი შტამების და სტატისტიკის გაუარესების გამო ეპიდემიოლოგების მოწოდებები მკაცრდება.

ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენციის ფონზე „მოამბე“ დაინტერესდა, რამდენად ემუქრება ქვეყანას მეშვიდე ტალღის საფრთხე.