რეგულაციების თითქმის მოხსნის და პრაქტიკულად, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებო ხდება.
ბოლო ერთი კვირის მაჩვენებლები წინა კვირის მონაცემებს თითქმის ორჯერ აჭარბებს. ანუ ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით დაინფიცირების 1 100-მდე შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში ახლა ძირითადად „ომიკრონის“ ახალი შტამი – BA 5, ასევე თებერვლიდან გავრცელებული BA 2 ცირკულირებს. გადადების მაღალი ხარისხით ცნობილი შტამების და სტატისტიკის გაუარესების გამო ეპიდემიოლოგების მოწოდებები მკაცრდება.
ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენციის ფონზე „მოამბე“ დაინტერესდა, რამდენად ემუქრება ქვეყანას მეშვიდე ტალღის საფრთხე.