კოვიდპაციენტების „პაქსლოვიდით“ მკურნალობა დაიწყო

წელიწადის და შვიდი თვის შემდეგ დღეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას წელს დასრულებულად გამოაცხადებს. ამ ოპტიმისტურ პროგნოზს კოვიდ-ინფიცირებულთა სტატისტიკაც ამყარებს, რომელიც ყოველდღე სულ უფრო მცირდება. ბოლო ერთ კვირაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა. საქართველომ უკვე დაიწყო იმ ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება, რომელზეც „კოვიდ-19“-ის დამარცხებით მხრივ განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ. საუბარია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ „პაქსლოვიდზე“, რომელმაც კვლევების დროს გართულებისგან დაცვის 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. მედიკამენტი დღეს პირველმა პაციენტმა მიიღო, რომელიც სახლის პირობებში მკურნალობს.