საქართველოში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება იგეგმება

ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად დასტაბილურებულია, თუმცა ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ბოლო, ანუ მეექვსე მძიმე ტალღის გადალახვის და ინფიცირებულთა დღიური სტატისტიკის რამდენჯერმე შემცირების ფონზე, აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი სულ უფრო იკლებს. ამ მომენტისთვის ქვეყანაში თითქმის ყველა ვაქცინა ხელმისაწვდომია, შემოტანილია ყველაზე მოთხოვნადი, „ფაიზერის“ ახალი პარტიაც. იმუნიზაციის გასააქტიურებლად ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას გეგმავს, რომლის დეტალები მომდევნო კვირაში გახმაურდება. გეგმა 2022 წელს ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის აცრას გულისხმობს.