„კოვიდ-19“ - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტისთვის ეს ინფიცირების უკვე მეორე შემთხვევაა. თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალური დირექტორის ჯანმთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ზოგადად ქვეყანაში კვირიდან კვირამდე ეპიდემიოლოგიური ვითარება სულ უფრო რთულდება. წინა კვირასთან შედარებით, ბოლო შვიდ დღეში 3 000-ით მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო კვირის მონაცემებით, „ომიკრონის“ შტამი დღეში საშუალოდ 1 500-მდე ადამიანს უდგინდება. გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. მხოლოდ ივლისში კორონავირუსმა 20 ადამიანი იმსხვერპლა. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი.

დატოვე კომენტარი