ივან პრეობრაჟენსკი -  რუსეთის ოპოზიციამ უარი უნდა თქვას აქციებზე და სხვა სტრატეგია შეიმუშავოს #მსოფლიოსამბები
ივან პრეობრაჟენსკი - რუსეთის ოპოზიციამ უარი უნდა თქვას აქციებზე და სხვა სტრატეგია შეიმუშავოს #მსოფლიოსამბები

რუსეთში დღეს სახელმწიფო დუმის არჩევნები დაიწყო. მოქალაქეები 450 დეპუტატს ირჩევენ. ახალი წესების მიხედვით, ხმის მიცემის პროცედურა სამი დღე გაგრძელდება. შვიდ რეგიონში, მათ შორის მოსკოვში ამომრჩევლებს აქვთ საშუალება, ბიულეტენი ელექტორნულად შეავსონ. საპარლამენტო არჩევნებს წინ უსწრებდა „არასისტემური ოპოზიციის“ წარმომადგენელთა ნაწილის მიმართ  სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმეები აღძრვა, რის გამოც ისინი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნა. მაისში ხელისუფლებამ დაამტკიცა კანონი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრებს. სწორედ ასეთ ორგანიზაციად გამოაცხადეს ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“, რის გამოც ნებისმიერ პირს, ვისაც კავშირი ჰქონდა აღნიშნულ ფონდთან, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების საბაბით, რუსეთის ხელისუფლებამ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას არჩევნების მეთვალყურეობის მიზნით, მხოლოდ 60 ადამიანის გაგზავნის უფლება მისცა, რის გამოც ეუთო-მ საერთოდ უარი თქვა რუსეთში მონიტორინგის მისიის გაგზავნაზე. რუსეთში არსებულ წინასაარჩვენო გარემოსა და პროგნოზებზე ვესაუბრეთ რუს პოლიტოლოგ ივან პრეობრაჟენსკის.

პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, მოკლედ მოგვიყვეთ რუსეთში წინააარჩვენო ატმოსფეროს შესახებ. . .

არჩევნები  რუსეთის კონსტიტუციის ცვლილებების  ბუნებრივი გაგრძელებაა. ამ პროცესს ზოგიერთი ოპოზიციონერი ანალიტიკოსი უწოდებს „საკონსტიტუციო გადატრიალებას“, რომელიც ვლადიმერ პუტინმა და რუსეთის ხელისუფლებამ 2020 წელს გაატარეს. მაგალითად, სამდღიანი ხმის მიცემის პროცედურა სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საყოველთაო გამოკითხვის პერიოდში დაინერგა. ამას გარდა, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს უკიდურესად გამკაცრებული რეპრესიების ატმოსფეროში, რაც 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაიწყო. ამ დროს ხელისუფლებამ ერთიმეორეს მიყოლებით მიიღო რეპრესიეული კანონები. ამას შემდეგ, 2021 წლის იანვარში, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალანი მოწამვლის შემდეგ ბრუნდება სამშობლოში. ის ჯერ დააკავეს, შემდეგ დააპატიმრეს, რასაც მოჰყვა მასობრივი პროტესტი, რომელიც მთავრობა ჩაახშო. 2021 წლის მარტში ხელისუფლებამ რეპრესიული კანონების ახალი დიდი პაკეტი მიიღო. შედეგად მივიღეთ მასობრივი ზეწოლა ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პირველ რიგში მედიასაშუალებებზე, რომელთა ნაწილი იძულებული გახდა, საქმიანობა შეეწყვიტა, სხვები კი „უცხოეთის აგენტებად“ ან „არასასურველ ორგანიზაციებად“ გამოაცხადეს. გასაგები რომ იყოსს, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მედესაშუალებას დამატებით ადმინისტრაციულ და ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებს. ამას გარდა, ეს ავალდებულებს მედიასაშუალებას, მუმივად მიუთითოს, რომ ხელისუფლებას „უცხოეთის აგენტებად“ ჰყავს გამოცხადებული. რაც შეეხება „არასასრუველ ორგანიზაციებს“, ისინი ფაქტობრივად ვერ ფინქციონირებენ რუსეთში, ხოლო მათ, ვინც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ასეთ ორგანიზაციებთან, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ, ანუ ეს იყო კანონი, რომელიც ადამიანების წარსულზეც გავრცელდა.

ასეთ პირობებში რუსეთის ოპოზიცია ფსონს აკეთებს „ხმის მიცემის ჭკვიანურ სისტემაზე“ შეგიძლიათ აგვიხსნათ, რას გულისხმობს ეს სტრატეგია და რატომ არის დღეს აქტიუალური?

„ხმის მიცემის ჭკვიანური სისტემა“ ხელისუფლებისადმი მასობრივი წინააღმდეგობის გასაწევად შემოთავაზებული ერთადერთი სტრატეგია გახლავთ. სხვა ალტერნატივები არ არსებობს. სწორდ ამიტომ ოპოზიციონერების დიდი უმრავლესობა ამ სტრატეგიას პირადპირ თუ ირიბად მხარს უჭერს. ამ სტრატეგიის მიხედვით, ამომრჩეველს მოუწოდებენ, არ მისცენ ხმა მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“ და მის კანდიდატებს, იმ იმედით, რომ მოხერხდება ხელისუფლებისთვის ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება ან იდეალურ ვარიანტში, მმართველი ძალა ვერ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში. შესაბამისად, კრმელს მოუწევდა სულ მცირე ძალისხმევის გაწევა, რათა მოილაპარაკოს მის მიერვე კონტროლირებად და აბსოლუტურად ლოიალურ, თუმცა მაინც სხვა პარტიებთან. ეს პირველ რიგში ეხებათ კომუნისტებს, რომელთაც დღეს რუსეთში ძლიერი ოპოზიციის ერთადერთ ნაირსახეობას უწოდებენ.

როგორც ვიცით, კრემლში საკუთარი სტრატეგია აქვთ, რაც გულისხმობს ე.წ. ფარული კანდიდატების წარდგენას, რას ნიშნავს ეს?

დიახ, საუბარია დამოუკიდებელ კანდიდატებზე, რომლებიც არ ასხელებენ, რომელ პარტიას მიეკუთვნებიან. თუმცა, ამასთან ერთად, სარგებლობენ მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთისა“ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერითაც. ეს ადამიანები ხშირად შეიძლება იყვნენ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც კი. ამის ნათელი მაგალითები გვხვდება მოსკოვში, როდესაც მოსკოვის მერია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭერენ პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ან „კომუნისტური პარტიის“ წევრებს. ეს ხდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ ოლქებში ოპოზიციამ არ გაიმარჯვოს. სინამდვილეში, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ერთმანდატიანი ოლქი უკვე „გაწმენდილია“ და იმ მცირე ოლქებში კი, სადაც ჯერ კიდევ რჩებიან ოპოზიციონერი კანდიდატები, სიტუაცია იმგავარადაა მოწყობილი, რომ ოპოზიციას ჰყვას ორი კანდიდატი. ისინი საკუთარი ამომრჩევლის ხმებს იყოფენ, რათა ხელისუფლების წარმომადგენელს გამარჯვების შანსი ჰქონდეს. დღეს რუსეთში არ არსებობს ოლქი, სადაც ერთამენთს მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი და სახელისუფლო კანდიდატი დაუპირისპირდება.

მინდა გკითხოთ ხაბაროვსკის მხარეში არსებულ მდგომაროებაზე, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა საპროტესტო აქციები. აქვს ოპოზიციას ხაბაროვსკში გამარჯვების შანსი?

ვფიქრობ, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი უკვე არ აქვს. საპროტესტო მოძარობა გეგმაზომიერად და შემდეგ ხისტად ჩაახშვეს. შედეგად, ამ მხარეში არც ერთი რეალური ოპოზიციონერი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა. არ დაარეგისტრირეს ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის შვილიც. ამიტომ, გაყალბების შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე ბოლო წლებში გარდაუვალი მოვლენაა, ხაბაროვსკის მხარეში, დიდი ალბათობით, გამარჯვებას მიაღწევს „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, რომელიც რეალურად ოპოზიციონერი არ არის. შესაძლოა, მან მცირე უპირატესობით მოიგოს, თუმცა მეორე ტურამდე საქმე არ მივა.

რამდენად აქვს მნიშვნელობა ამომრჩეველთა აქტივობას?

აქვს მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, რომ აქტივობა ნაკლები იყოს. რუსეთში არსებობს დიდი რაოდენობით ე.წ. ადმინისტრაციული ამომრჩეველი. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე, პედაგობები, სამხედროები, პენსიონერები. არჩევნებზე მათ მიყვანას ხელისუფლება ორგანიზებულად ცდილობს. ისინი სავარაუდოდ წარმოადგენენ ელექტორატის 20-25%-ს. მაგალითად, მოსკოვში, ელექტრონულ არჩევნების ფარგლებში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 20%-მა. ამის დაჯერება პრაქტიკულად შეუძლებელია და ცხადია, რომ მიმდინარეობს ადმინისტრაციული რესურსი მობილიზაცია. ყველა სხვა ამომრჩევლის აქტივობას ხელისუფლება ახშობს, რადგან მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ რეიტინგი მუდმივად ეცემოდა. რუსეთში დღეს ციფრების დასახელება აკრძალულია, მაგრამ ინტერნეტში იოლად იპოვით, რამდენად დაბალი იყო სახელისუფლებო პარტიის რეიტინგი. სწორედ აქედან გამომდინარე, მთავრობისთვის სტრატეგიულად აუცილებელია, რომ ხმა რაც შეიძლება ნაკლებმა რეალურმა ამომრჩეველმა მისცეს. ჩემი აზრით, აქტივობა იქნება დაახლოებთ 45-50%-ი. აქედან 25%-ი იქნება  ადმინისტრაციული ამომრჩეველი, კიდევ 5-10%-ი იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი, ხოლო ოპოზიცია ასეთ ვითარებაში უბრალოდ ვერაფერს გააკეთებს. ოპოზიცია ახლა დაყოფილია, ხოლო რეალური კანდიდატებს კენჭისყრის უფლება არ მისცეს.

არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთში მოვლენები ბელარუსის სცენარით განვითარდეს? მხედველობაში მაქვს საპროტესტო აქციები.

ჩემი ვარაუდით, შეიძლება იყოს აქციები ლოკალურად, რეგიონებში ან ქალაქებში. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად გაამკაცრა ხელისუფლებამ კანონმდებლობა, რა საპოლიციო ზომები იყო გატარებული არჩევნებმადე, მთელი ოპოზიცია იმყოფება შინაპატიმრობაში ან საზღვარგარეთ. არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური სტრუქტურა, რომელიც ამ აქციებს ორგანიზებას გაუწევს, რათა დემონსტრაციებმა სისტემური ხასიათი მიიღოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სერიოზულ აქციებს არ ველოდები, თუმცა ხელისუფლება მაინც ფრთხილობს.

ხედავთ საფრთხეს, რომ დასაველთი ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს?

არსებობს დიდი შანსი, რომ დასავლეთმა ეს არჩევნები ნაწილობრივ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება იმ ფაქტს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობენ ანექსირებული ყირიმისა და დონბასის მცხოვრებლები, რომლებმაც მიიღეს რუსული პასპორტები და ამ დოკუმენტებს დასაველთი არ აღიარებს. თუმცა, არ ველოდები, რომ ამ არჩვენებს დასავლეთი არალეგიტიმურად გამოაცხადეს და რუს პარლამენტარებთან კავშირებს გაწყვეტს. არ მგონია, რომ დასაველთი ასეთ ხისტ კონფლიქტზე წავიდეს მოსკოვთან. არავის სურს რუსეთთან შიდაპოლიტიკური პრცესების გამო სერიოზული კონფლიქტი და ამას ვხედვადით 2021 წლის განმავლობაში, როდესაც ალექსეი ნავლანი, მისი გუნდი ფაქტობრივად დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ.

მაშინ რა შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის გამოსავალი?

ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა გადავიდეს სულ სხვა ზომების მიღებაზე. უარი თქვან ათასობით და მილიონობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანის მცდელობაზე, რასაც ვხედვათ 2011 წლიდან მოყოლებული იმ იმედით, რომ მოსკოვში მილიონი ადამიანი თუ  გამოვა ქუჩაში, მაშინ ხელისუფლება მაშინვე შეიცვლება. ამის ნაცვლად აუცილებელია სტრუქტურული, მძიმე სამუშაო, რაც დაიწყო ალექსეი ნავალნიმ და ხელისუფლებამ ახლა გაანადგურა. უნდა შეიქმნას პარტიული ორგანიზაციები, შემუშავდეს სტრატეგია და პროგრამა, რომელიც ამომრჩევლებს რუსეთის პოზიტიური მომავალის სურათზე წარმოდგენას შეუქმნის და დაინახავენ ამ მომავალში საკუთარ ადგილს. ეს პრორგამა უნდა იყოს გასაგები დიდი რაოდენობით ამომრჩევლისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დღეს პირობით ოპოზიციას აძლევს ხმას. მაგალითად იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს „კომუნისტურ პარტიას“ უჭერს მხარს და ამას მხოლოდ იმის გამო აკეთებენ, რომ ის ერთადერთ ოპოზიურ პარტიად მიიჩნევენ. ამასთან ერთად, ჯერ მზად არ არიან, პირობითად ალექსი ნავლანის და ლიბერალურ ოპოზიციას მისცენ ხმა. ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რატომ უნდა მისცენ ხმა ლიბერალურ ოპოზიციას. ეკონომიკური მაჩვენებლები ამას ხელს შეუწყობს, რადგან ცხოვრების ხარისხი რუსეთში უარესდება.

მსოფლიოს ამბები