
აშშ-ის პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა ინაუგურაციის პირველ დღეს ასზე მეტი აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა. მათ შორის ერთ-ერთი იყო აშშ-ის საგარეო დახმარების დროებით შეჩერება. ეს შეეხო მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – იუესეიად-ის პროგრამებსაც. ამის მიზეზად ტრამპის ადმინისტრაცია დაასახელა ამ პროგრამების შემოწმება და იმის დადგენა, შეესაბამებმა თუ არა ეს პროგრამები აშშ-ის ინტერესებს და პოლიტიკას. ამ საკითხის გარკვევა დონალდ ტრამპმა დაავალა მილიარდერ ილონ მასკს, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. სულ ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ დაფინანსება შეუჩერდა „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ (NED). აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებებს კონგრესმენების ნაწილი მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
ამ საკითხებზე აშშ-ში განსხვევებული პოზიციები არსებობს, დღეს გაგაცნობთ ჯეიმს ბოვარდის პოზიციას. Washington Post-ი მას „სიმართლის ერთკაციან რაზმს“ უწოდებს, არის თერთმეტი წიგნის ავტორი, იუესეიად-ის კონტრიბიუტორთა საბჭოს წევრი, გამოცემა „ამერიქან კონსევატივის“ კონტრიბიუტორი რედქტორი. ჯეიმს ბოვარდი ათწლეულებია, თითქმის ყველა ფედერალური სააგენტოს აკრიტიკებს. მათა შორის არის იუესაიდ-ი და „დემოკრატიის ეროვნულ ფონდი“.
ბატონო ჯეიმს, თქვენ ვრცლად წერდით იმის შესახებ, როგორ ემსახურება საგარეო დახმარება კორუმპირებული რეჟიმებისა და ამერიკის მთავრობასთან დაკავშირებული კონტრაქტორების ფარულ და უკანონო ფონდებს. ახლა, როცა ტრამპმა იუესეიაიდ-ის დახმარება გაყინა, როგორ ფიქრობთ, ეს საბოლოოდ გამოააშკარავებს, თუ სად მიდიოდა რეალურად ეს ფული?
ვფიქრობ, ტრამპის გუნდის წევრები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ ფაილების გახსნით, რათა ამერიკელებმა დაინახონ, რამდენი ფული იყო წარსულში გაფლანგული და რა დონის კორუფცია გამოიწვია. წარსულს თუ გადავხედვათ, განსაკუთრებით 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამერიკის საგარეო დახმარების გამოყოფას მიმღებ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში, ხშირად კორუფციასთან ბრძოლით ამართლებდნენ. როგორ იმუშავა ამან? არც ისე კარგად, რადგან ეს დამატებითი უცხოური ფული მკაცრად არ კონტროლდებოდა, თანხა ჯიბეებში ილექებოდა და იხარჯებოდა ფარულ გარიგებებზე. შედეგად კი მივიღეთ მაგალითად ასეთი ფაქტი – საფრანგეთის ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე უძრავი ქონება გაძვირდა. რეალუარად, ამ ფულით არაფერი გაკეთდა და მიმღები ქვეყნებში კორუფცია გამოიწვია. არსებობს მრავალი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ამერიკის საგარეო დახმარებამ კორუმპირებული ქვეყნები უფრო კორუმპირებული გახადა. ავღანეთი ამის ნომერ პირველი მაგალითია, მაგრამ არის ბევრი სხვა ქვეყანაც.
იუესეიად-ში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ დემოკრატიას, თუმცა თქვენ არაერთ სტატიაში დოკუმენტურად დაადასტურეთ შემთხვევები, სადაც ამ ორგამიზაციამ რეალურად ძირი გამოუთხარა არჩევნებს და მხარს უჭერდა პოლიტიკურ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ვაშინგტონის ინტერესებთან თანხვედარში იყვნენ. როგორ ფიქრობთ, მისი დახურვა დაასრულებს ასეთ ჩარევას, თუ იგივე ტაქტიკა სხვა სახელით მაინც გაგრძელდება?
იმედი ბოლოს კვდება. იყო ბევრი შემთხვევა, როცა ვაშინგტონში პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ შეწყვეტდნენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, აღარ ჩაიდენდნენ იმავე დანაშაულებს საზღვარგარეთ. იმედი მაქვს, ასეც მოხდება. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებოდი ამის დანახვით, მაგრამ იმდენი დაპირება მსმენია 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. . . წარსულს თუ გადავხედავთ, მაგალითაც რონალდ რეიგანს ჰქონდა შესანიშნავი რიტორიკა იმის შესახებ, როგორ უნდა ენდონ ადამიანები ბაზრებს, თავისუფლებას და ადამიანებს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება უნდა მიეცეთ, მაგრამ აშშ-ი რეიგანის ეპოქაშიც მაინც ხშირად ერეოდა დიქტატორების მხარდასაჭერად და მას შემდეგ იმავეს აგრძელებს. ვფიქრობ, თუ ტრამპის ხალხი შეძლებს, შეაჩეროს ეს დახმარებები იუესეიად-დან და „ეროვნული დემოკრატიის ფონდიდა“, ეს დიდი პროგრესი იქნება, მაგრამ არ ვიცი, შეძლებენ თუ არა ამის შენარჩუნებას. შეიძლება, ფედერალურმა მოსამართლეებმა, კონგრესმა ან სხვებმა ეს გადაწყვეტილება შეაჩერონ. ამერიკული მედიის დიდი ნაწილი ახლა აღშფოთებულია. ეს ჩემში განცვიფრებას იწვევს, რადგანაც ვფიქრობ, დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დიდ დახმარების პაკეტის დამტკიცებას ითხოვდა, თეთრი სახლის პრესრელიზში ამ პაკეტის ერთ-ერთი ნაწილი იყო 27 მილიონი დოლარი უკრაინაში დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად. მაშინ გავიფიქრე, საიდან ვიცით, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან მაშინ, როდესაც აშშ-ს მთავრობას აქვს ქვითარი, რომლის მიხედვითაც, ეს მედია გაიყიდა. პრინციპში, როგორც კი ვინმე იღებს დიდ თანხას ვაშინგტონიდან, ვფიქრობ, ისინი უკვე გასვრილები არიან. მე ასე ვუყურებ მედია საშუალებებს აქ, აშშ-ში. საზოგადორებრივი რადიო „ენ-პი-არი“ კარგი მაგალითია. მათ აქვთ კარგი გადაცემები, მაგრამ ძალიან ფრთხილები არიან, როცა საქმე მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება. ისინი ემხრობიან სტატუს-კვოს. ისინი საკმაოდ კრიტიკულები არიან ტრამპის მიმართ, მაგრამ ასევე ძალიან ემხრობოდნენ ე.წ. დიფ სთეითს, როდესაც დიფ სთეითმა პირველად სცადა ტრმაპი დამხობა.
აშშ-ს საგარეო დახმარების გაუქმების შემდეგ ყველაზე ხმამაღალი პროტესტი დახმარების მიმღები გაჭირვებული ქვეყნებიდან არ ისმის. ეს პროტესტო ისმის ვაშინგტონიდან, კერძოდ კი, საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე ელიტისგან. რას გვეუბნება ეს? ვინ იღებდა რეალურად სარგებელს საგარეო დახმარები პროგრამებიდან?
საგარეო პოლიტიკის ექსპერტები დიდი ხანია, წარმოადგენენ ვაშინგტონის უდიდეს თაღლითებს და ამავე დროს, ვიეტნამის ომიდან მოყოლებული, მათ კვარცხლბეკზე აყენებენ. მაშინ ისმოდა ასეთი ფრაზა – „საუკეთესოები და უჭკვიანესები“, რომლებიც ამერიკას ვიეტნამის ომში გაუძღვებოდნენ და გვაჩვენებდენ, როგორ დავამარცხოთ AK-47-ის ავტომატებით შეიარაღებული გლეხები. კარგი, მაგრამ აშშ-მა წააგო ის ომი. აშშ-მა ფაქტობრივად წააგო ავღანეთშიც. ჩვენ წავაგეთ ერაყშიც. ჩვენ არსად არ გვქონია კარგი შედეგი, მაგრამ მაინც გვყავს ბევრი ძალიან ჭკვიანი საგარეო პოლიტიკის ექსპერტი აქ, ვაშინგტონში. ეს ხალხი კარგად ცხოვრობდა მიუხედავად ყველა იმ კატასტროფისა, რაც მათ მსოფლიოში გამოიწვიეს. მათგან ბევრს აქვს ძალიან კარგი სახლი აქ. რამდენიმე წლის წინ ისინი ამაყად აფრიალებდნენ უკრაინის დროშებს თავიანთი სახლების წინ. ეს იყო პროგრესულობის და სოლიდარობის ნიშანი. ჩემი აზრით, ამერიკელების უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა იმას, რაც რუსეთმა გააკეთა უკრაინაში შეჭრით, მაგრამ ისინი არ აპირებდნენ მხარეების არჩევას უცხოურ კონფლიქტში, სადაც ორივე მხარეს ხელები გასვრილი ჰქონდა.
თქვენს წიგნში „ყურადღების დეფიციტის დემოკრატია“ წერდით, რომ ამერიკელებს ასწავლიან თავიანთი მთავრობის ნდობას, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მას ხშირად ატყუებს. როგორ ფიქრობთ, იუესაიდის დახურვა საბოლოოდ გამოაფხიზლებს ხალხს?
იმედი მაქვს. სინამდვილეში პირველად ამის შესახებ დაახლოებით 40 წლის წინ დავწერე. მე ვატარებდი გამოძიებას კონსერვატიული გაზეთისთვის და მქონდა შეხვედრა იუესაიდ-ის ხელმძღვანელთან, პიტერ მაკფერსონთან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორთან. მე ვიჯექი მის ოფისში და ვსვამდი კითხვებს. დაახლოებით სამი წუთის შემდეგ მან მიყვირა. რამდენიმე წუთის შემდეგ მე გამომაგდეს ოფისიდან. ვფიქრობ, კარგ კითხვებს ვსვამდი. ეს ყოველთვის ტესტია: თუ ოფისიდან გამოგაგდეს, კარგია, ესეიგი რაღაც სწორად გააკეთე. ამ დრომ იყო უზარმაზარი სკანდალები. თითქმის შეუძლებელია, გადაჭარბებით შეფასდეს, რამდენად აბსურდული და ფუჭი იყო აშშ-ს საგარეო დახმარება. თუ შეხედავთ ავღანეთს პრეზიდენტ ობამას დროს, უიესაიდ-ი ეყრდნობოდა ე.წ. „დაწვის სიჩქარს“ – ეს გახლდათ იმის საზომი, რამდენ ფულს ხარჯავდნენ და – რამდენად სწრაფად. ობამას პოლიტიკის შემქმნელებს ეგონათ, რომ გადაარჩენდნენ ავღანეთს კვირაში მილიარდი დოლარის ან დღეში მილიარდი დოლარის დახარჯვით. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რაზე იხარჯებოდა ეს ფული; ისინი პრაქტიკულად ფანჯრიდან ყრიდნენ ფულს. ეს თანხა უნდა ყოფილიყო გამიზნული ქალთა უფლებების გადასარჩენად და ავღანეთში კანონის უზენაესობის მისაღწევად, მაგრამ რაც აშშ-მა გააკეთა, იყო კორუფციის მაქსიმალური სიჩქარით გაფართოება. სწორედ ავღანეთის მთავრობაში არსებული ყოვლისმომცველი კორუფცია იყო ის, რაც დაეხმარა თალიბნას მთავრობის დამხობაში. აშშ-ის პოლიტიკოსებს უზარმაზარი ბრალი აქვთ იმ მთავრობის დაცემის გამო, რომელიც მათ თავად მიიყვანეს სათავეში ავღანეთში 2001 წლის შეჭრის შემდეგ. საკითხავია, ისწავლეს თუ არა რაიმე ამ გაკვეთილიდან. იუესეიაიდ-ი აქტიური იყო ავღანეთში 1960-იან და 1970-იან წლებში, საბჭოთა შეჭრის შემდეგ. არსებობდა იუესეიაიდ-ის მიერ მომზადებული ანგარიში, თუმცა როდესაც აშშ-ი 2001 წელს შეიჭრა ავღანეთში, დაიწყო განვითარების უზარმაზარი პროგრამა, რა დროსაც ასობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა, იუესეიაიდ-ში არავის შეუწუხებია თავი ძველი ანგარიშის წაკითხვით. ჩემი დაკვირვებით, ვაშინგტონში ძირითადად ამ გაკვეთილებს არ ითვალისწინებენ. იმედი მაქვს, რომ ტრამპის ხალხი შეძლებს, აშშ-ს მთავრობა აღარ იყოს ზედმეტი ტვირთი საზღვარგარეთ. იმედი მაქვს, ისინი შეძლებენ სადავეების ხელში აღებას და შედეგად ნაკლები იდიოტური ჩარევები გვექნება, რომლებიც სხვა ქვეყნებში პრობლემებს იწვევს. „ეროვნული დემოკრატიის ფონდი“ ძალიან არაკეთილსინდისიერად იქცეოდა ძალიან ბევრ ადგილას. ვაშინგტონში ასეთი სტანდარტი არსებობს, დემოკრატიის განმარტება, რომლის მიხედვითაც, ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი ისაა, იგებენ თუ არა აშშ-ს მოკავშირეები. აშშ-მ მხარი დაუჭირა ძალიან ბევრ კორუმპირებულ საარჩევნო პროცედურას და კორუმპირებულ პოლიტიკოსს მხოლოდ იმიტომ, რომ ვაშინგტონს სურდა, თავისი ხალხი დაესვა ხელისუფლებაში და ეს საკმარისი იყო დემოკრატიისთვის.
თუმცა, საგარეო დახმარების მომხრეები ამტკიცებენ, რომ მისი შემცირება ან გაუქმებამ შეიძლება, მყიფე სახელმწიფოების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და უსაფრთხოების რისკებს შეუქმნის აშშ-ს. როგორ ფიქრობთ, რამდენად ღირებულია ეს არგუმენტი?
ეს დაახლოებით ისეთივეა, როგორც ვიღაცის დანახვა, ვინც ჰეროინზე დამოკიდებულებას ებრძვის. ადამიანი შეწყვეტს თუ ჰეროინის მიღებას, დიახ, მას ექნება რთული პერიოდი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად უკეთესად იქნება. მიუხედავად იმისა, რომ აქვს ცხელება, კანკალებს და სხვა რეაქციები აღენიშნება, როცა ჰეროინის მიღებას წყვეტს, შეწყვეტა მაინც უკეთესია. აშშ-ს საგარეო დახმარების დიდი ნაწილი უცხო ქვყენების მთავრობებისთვის ჰეროინია. აშშ-ის საგარეო დახმარება მესამე მსოფლიოს ქვეყნებში მდიდარ ადამიანებს უფრო ამდიდრებს; ის არ ეხმარება ღარიბ ხალხს. ეს დაახლოებით ისეთივეა, როგორც ციხის დარაჯებისთვის პრემიის მიცემა, რადგანაც მსოფლიოს ბევრ ნაწილში მთავრობები რეპრესიულები არიან. თუ შეხედავთ სუბსაჰარის აფრიკას, აშშ-ს მთავრობა აფინანსებდა ამ მთავრობებს 50 ან 60 წლის განმავლობაში. ამ მთავრობების უმეტესობას საშინელი მაჩვენებლები აქვთ ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკის თვალსაზრისით. მათ არ აქვთ მყარი საკუთრების უფლებები. სამართალი არ არის დაცული. ასე რომ, შედეგად გვაქვს მუდმივი სიღარიბე. იმ ქვეყნებში, სადაც აქვთ კერძო საკუთრების უფლებები, სახელშეკრულებო სამართალი დაცულია და სახელმწიფო ძალაუფლება შეზღუდულია, ხალხს შეუძლია საკუთარი პროგრესის მიღწევა. ხალხს შეუძლია ბევრად უკეთესად იცხოვროს ამით, ვიდრე აშშ-ს მთავრობის ჩარევით. საინტერესოა – მე ვკითხულობდი რამდენიმე ვებგვერდს იუესეიაიდ-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში. ისინი გასცემდნენ ბევრ ეკონომიკურ რეკომენდაციას სხვადასხვა პროექტებისა და განვითარებისთვის. ჩემი აზრით, თუ ეს ხალხი ასეთი ჭკვიანი იყო, ისინი მთავრობაში არ იმუშავებდნენ. ისინი არ იმუშავებდნენ იუესეიაიდ-ში. ისინი იმუშავებდნენ მსხვილ კორპორაციებში, რომლებიც ეფექტურად მართავენ ინვესტიციებს. თუ გადავხედვათ იმას, რაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გააკეთა, ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც მათ ჯადოსნური ჯოხი გიაქნიეს. იუესეიაიდ-ი სხვა ქვეყნებში შედის დიდი ფულით, აფორმებენ ბევრ კონტრაქტს ადგილობრივებთან ან ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ასე რომ, ყველა ლაპარაკობს და შემდეგ უცებ ყველაფერი ინგრევა. შეხედეთ, რა მოხდა ავღანეთში – რამდენად მოწყვეტილი იყო აშშ-ს მედია რეალობას და ეს გრძელდებოდა მთავრობის კოლაფსის ბოლომდე. არსებობდა ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალური გენერალური ინსპექტორი, ჯონ სოპკო. ის შესანიშნავი იყო. ის ჩვენებას აძლევდა კაპიტოლიუმის ბორცვზე და ამბობდა, რომ ციფრები, რომლებსაც აშშ-ს მთავრობა ასახელებდა ქალთა უფლებების, კანონის უზენაესობის და სხვა საკითხების პროგრესის შესახებ, ყალბი იყო. ყველამ მოახდინა მისი იგნორირება, ვიდრე თალიბანი ქაბულში არ შევიდა და ამერიკული ძალები აეროპორტიდან არ გაიქცნენ. იმედი მაქვს, მომავალში აშშ-ს მთავრობა ნაკლებ პრობლემებს შექმნის საზღვარგარეთ, მაგრამ აშშ-ს საგარეო დახმარება და ინტერვენციები იმდენად არაგონივრული იყო იმდენ ადგილას, რომ ხალხი ძალიან სკეპტიკურად უნდა იყოს განწყობილი.
რუსეთის მთავრობა დიდი ხანია, იუესეიაიდ-ს საგარეო ჩარევის ინსტრუმენტად მიიჩნევს. ახლა, როდესაც ტრმაპის აკრიტიკებს ამ ორგანიზაციას, რუსეთის მთავრობა ითხოვს იმ რუსების სიებს, ვინც ამ სააგენტოს დაფინანსება მიიღო. იუესეიაიდ-ის დახურვა რუსეთის წისწვილზე ხომ არ ასხამს წყალს?
არ ვიცი, რამდენმა რუსმა მიიღო USAID-ის დაფინანსება. ვიცი, რომ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ სადავო კანონი საქართველოში. მე არ მაქვს პრობლემა ამ კანონთან, რადგან ვხედავ აქ, აშშ-ში, იმდენი ორგანიზაცია იღებს ბევრ უცხოურ ან საერთაშორისო დაფინანსებას და მათ კვარცხლბეკზე აყენებენ. იყო ერთი ანალიტიკური ცენტრი, რომელსაც აშშ-ს მთავრობა აფინანსებდა, „ატლანტიკური საბჭო“. ისინი ძალიან აქტიურად ცდილობდნენ აშშ-ს მთავრობის კრიტიკოსების დისკრედიტაციას. ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოქტომბერში, სადაც ჩამოთვლილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. მე დავწერე სტატია „ამერიქან კონსევატივისთვის“, სადაც ვსაუბრობდი საარჩევნო თაღლითობის შესახებ, რადგანაც აშშ-ის ზოგიერთ შტატში უბანზე მისულ ამომრჩევლებს არ სთხოვენ არანაირ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ზოგიერთ შტატს აქვს ხმის მიცემის ისეთი სისტემა, სადაც ხალხს შეუძლია, გააგზავნოს ბიულეტენი არჩევნების შემდეგ საფოსტო შტამპის გარეშე და ის მაინც ჩაითვლება. მოსამართლეები ჩიოდნენ ამის შესახებ, რომ ამ შტატებში არსებობს ძალიან სუსტი სტანდარტები. როგორც ნახეთ, არჩევნების შემდეგ, კალიფორნიაში ხმების დასათვლელად ერთი თვე გახდა საჭირო და ფენიქსში რამდენიმე კვირა ითვლიდნენ ხმებს. ეს კატასტროფა იყო. მხოლოდ იმის გამო, რომ სტატიაში ვისუბრე საარჩევნო თაღლითობის საფრთხის შესახებ, მთავრობის, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულმა ატლანტიკურმა საბჭომ მე დამასახელა იმ ადამიანად, ვინც რუსულ დეზინფორმაციას ან ისეთ ინფორმაციას ავრცელებდა, რომელიც შეიძლება რუსული პროპაგანდისთვის გამოეყენებინათ. არადა, აშშ-ის საარჩევნო კანონებში ბევრ შტატში უზარმაზარი პრობლემები მართლაც არსებობს. კიდევ ერთი მაგალითი: მე წლების განმავლობაში ვწერდი იმის შესახებ, როგორ კლავდა აშშ-ში გამოძიების ფედერალური ბიურო უდანაშაულო ადამიანებს. იყო ერთი შემთხვევა 30 წლის წინ, როდესაც FBI-ის სნაიპერმა მოკლა დედა, რომელსაც ბავშვი ეჭირა ხელში. მე ჩემი სტატიებისთვის პირადად FBI-ის ხელმძღვანელმა დამგმო, მაგრამ განვაგრძე გამოძიება და შევძელი ფედერალური ბიუროს გამოაშკარავება, რამაც დაამტკიცა, რომ FBI-მ იცრუა იმის შესახებ, რაც გააკეთეს. საბოლოოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მრავალმილიონიანი კომპენსაცია გადაუხადა ამ საქმის მსხვერპლს. შესაძლოა, იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, სადაც ხალხი თუ აკრიტიკებს მთავრობას, არის ბევრი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მათი გაჩუმება ან უარესის გაკეთება. მე ზუსტად არ ვიცი, რა არის რუსული კუთხე, მე ზუსტად არ ვიცი, რა არის ვაშინგტონის ან ბრიუსელის კუთხე, მაგრამ ხალხს უნდა შეეძლოს პროტესტი და მთავრობის დაგმობა. და არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს რომელიმე უცხო ქვყენის მთავრობა.
დავუბრუნდეთ ტრამპის გადაწყვეტილებას იუესეიაიდ-ის დახურვის შესახებ. მიიჩნევთ ამას თამამ რეფორმად, თუ ეს უბრალოდ პოლიტიკური ნაბიჯია? და თუ იუესეიაიდ -ი დაიხურება, საგარეო დახმარების რა ალტერნატიული მოდელები შეიძლება იყოს უფრო ეფექტური თქვენი აზრით?
არ ვიცი, თუ ტრამპი ამას მიჰყვება და დაასრულებს აშშ-ს საგარეო დახმარებას, ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იქნება – შესანიშნავი ამ დახმარების მიმღებებისთვის და შესანიშნავი ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვისაც. ეს აშშ-ს მთავრობას ნაკლებად კორუმპირებულს და ნაკლებად ინტერვენციონისტს გახდის. ჩვენი საგარეო ინტერვენციებიდან ბევრი თუ არა, უმეტესობა არაკეთილსინდისიერი იყო. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამას ვაკეთებთ რომელიმე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ, მაგრამ ეს ხშირად სრული სისულელეა. ამის ნაცვლად, ეს მხოლოდ აშშ-ს ინტერესებისთვის კეთდება. მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგანაც ადრეც იყო საუბარი აშშ-ის საერთაშორის განვითარების სააგენტოს დახურვაზე და შემდეგ ის სახელმწიფო დეპარტამენტში გადაიტანეს. ასე რომ, მას უბრალოდ მისამართი შეუცვალეს – ეს რეალურად არაფერს ნიშნავს. რაც შეეხება განვითარების განსხვავებულ მოდელს, ვფიქრობ, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შეიძლება ჰქონდეს იგივე სარგებელი კორუფციის ბევრად ნაკლები რისკით, რადგან უცხოელ ინვესტორებს არ აქვთ სტიმული დახარჯონ საკუთარი ფული ისე, როგორც ამას იუესეიაიდ-ი აკეთებს. უცხოელი ინვესტორები, როგორც წესი, არ ცდილობენ მთელ ქვეყანას კონტროლის ხელში ჩაგდებას, როგორც ეს „ეროვნული დემოკრატიის ფონდმა“ გააკეთა ზოგიერთ ადგილას და სავარაუდოდ, ნაკლები ყალბი პროტესტიც იქნება ქუჩებში.