„სიენენი“ – აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროგნოზით, ნავთობისა და ბენზინის ფასები გაიზრდება, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით საქონლის გადაზიდვა კვლავ შეზღუდულია
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროგნოზით, ნავთობისა და ბენზინის ფასები გაიზრდება, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით საქონლის გადაზიდვა კვლავ შეზღუდულია. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის საპროგნოზო ორგანოს, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) განცხადებით, ჰორმუზის სრუტეზე შეზღუდვები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
ორგანიზაციის ცნობით, ნავთობის გლობალური ეტალონის, Brent-ის, ფასი საშუალოდ 87 დოლარი იქნება, წინა თვის მონაცემით, ეს მაჩვენებელი 82 დოლარს შეადგენდა. ბენზინის საშუალო ფასიც წელს 3.78 დოლარამდე გაიზრდება, რაც წინა თვეს 3.64 დოლარი იყო. შედარებისთვის, კომპანია AAA-ს ცნობით, ომამდე ბენზინის ეროვნული საშუალო ფასი 2.98 დოლარი იყო.
როგორც „სიენენი“ წერს, საზღვაო დაზვერვის კომპანია Kpler-ის მონაცემებით, ორშაბათს ჰორმუზის სრუტე მხოლოდ რვა გემმა გადაკვეთა – ომამდე ეს რიცხვი საშუალოდ 120-ს შეადგენდა.