ბაბ-ელ-მანდების სრუტეში სატვირთო გემზე „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა
„ჰუსიტებმა“ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში სატვირთო გემზე თავდასხმა განახორციელეს, შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
იემენის მთავრობის ცნობით, „ჰუსიტებმა“ გემ „ტიჰამას“ სამი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. დარტყმის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ოთხი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰუსიტებმა“ გემს განმეორებითი დარტყმა უკვე სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას მიაყენეს, რის შედეგადაც ორი მაშველი დაიღუპა.
გემი ტანზანიის დროშით ცურავდა და ეგვიპტურ-იემენურ კომპანიებს ეკუთვნის.
ჰუსიტებმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს და განაცხადეს, რომ გემი სამხედრო აღჭურვილობას ატარებდა.