აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანისკენ პანამის დროშით მცურავ სატვირთო გემს ორი რაკეტა ესროლეს და შეაჩერეს

00:41, 12.08.2026

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანისკენ პანამის დროშით მცურავ სატვირთო გემს ორი რაკეტა ესროლეს და მისი მოძრაობა შეაჩერეს.

რაკეტები გემის ძრავს მოხვდა და მისი მართვის სისტემა დააზიანა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განმარტებით, გემი ომანის ყურის გავლით ირანისკენ გაცურვას და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ბლოკადის დარღვევას ცდილობდა.

აშშ-ის სამხედროებმა ირანის პორტებში შესვლისა და გასვლის ბლოკადა ივლისში, აშშ-სა და ირანს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემდეგ ხელახლა დააწესეს.

მსგავსი