აბას არაღჩი თეირანში პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

23:51, 11.08.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი თეირანში პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრს, მოჰსინ ნაკვის შეხვდა.

პაკისტანი, კატართან ერთად, მნიშვნელოვანი შუამავლის როლს ასრულებს. მისი დახმარებით შესაძლოა, აღდგეს წვდომა სტრატეგიულ საზღვაო გზაზე, საიდანაც ომამდე გლობალური ნავთობისა და გათხევადებული გაზის ტრანსპორტირების დაახლოებით ერთი მეხუთედი გადიოდა.

„როიტერის“ ცნობით, ირანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მალე ომანთან გააფორმებენ შეთანხმებას ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მარშრუტის შესახებ. ვაშინგტონთან კი პირდაპირი მოლაპარაკებების ნაცვლად, შუამავლების მეშვეობით გააგრძელებენ კონტაქტს.

როგორც „როიტერი“ წერს, ახალი თავდასხმების ფონზე, შეთანხმების მიღწევამდე მხარეები ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან.

მსგავსი