ნავალნი ეკვადორული ბაყაყის შხამით მოწამლეს

ევროპის ხუთი ქვეყანა აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ციხეში ეკვადორული ბაყაყის შხამით მოწამლეს. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი და ნიდერლანდები დარწმუნებული არიან, რომ  ნავალნი ორი წლის წინ სასჯელაღსრულების კოლონიაში სასიკვდილო ნივთიერებით მოწამლეს. მათი დასკვნები ეფუძნება ნავალნის სხეულიდან აღებული ნიმუშების ანალიზს, რომელმაც, მათივე თქმით, დაადასტურა იმ ტოქსინის არსებობა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში შხამიან ისრის ბაყაყებში გვხვდება და რუსეთში ბუნებრივ პირობებში გავრცელებული არ არის. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა