იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე დღეს კანდიდატთა კენჭისყრა გაიმართება.
საბჭო ახალ ინსპექტორს აირჩევს. წარდგენილია სულ რვა კანდიდატი. ამ დრომდე უცნობია იმ პირთა სია, ვისაც დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტის დაკავება სურს. შეგახსენებთ, ამ თანამდებობაზე ქეთევან ცინცაძე მუშაობდა. პოსტი კი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ცინცაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ გაამწესეს. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის ფარგლებში შეიქმნა.