ქნესეთმა სადავო სასამართლო კანონი დაამტკიცა

მწვავე პროტესტის მიუხედავად, ისრაელის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმა მიიღო.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაამძაფრა. კენჭისყრის პროცესმა მასშტაბური აქციის ფონზე ჩაიარა. კანონით უკმაყოფილო მოქალაქეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. რეფორმას, რომელსაც ოპოზიციის გარდა ათასობით მოქალაქეც ეწინააღმდეგება, უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეკვეცას გულისხმობს. ანუ ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციას მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეჩერების უფლება აღარ ექნება. რეფორმის მოწინააღმდეგეები სამთავრობო და საკანონმდებლო გადაწყვეტილებებზე სასამართლო კონტროლის შეზღუდვის მიღმა არაერთ საფრთხეს ხედავენ. პროტესტის ფონზე პრემიერმა ცოტა ხნის წინ რეფორმის გადახედვის და მოწინააღმდეგეებთან მოლაპარაკების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის აღდგენის არგუმენტით სადავო კანონი საბოლოოდ მაინც დამტკიცდა.