უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამ წუთებში, იუსტიციის საბჭოში კახა სოფრომაძეს უსმენენ. ის იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრია. მანამდე კი გასაუბრება გაიარა პაატა სილაგაძემ. ის ოთხი საათის მანძილზე პასუხობდა შეკითხვებს მის წარსულ საქმიანობასა და მომავალ გეგმებთან დაკავშირებით.
პაატა სილაგაძეს უმაღლეს ინსტანციაში მუშობის ათწლიანი გამოცდილება აქვს, სადაც სამოსამართლო საქმიანობის ვადა, რამდენიმე თვის წინ ამოეწურა.