მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას მართავს.

ოპოზიციის ნაწილი პროცესს ბოიკოტს უცხადებს. მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პროცესის გადავადებას არ აპირებს და სასამართლოში არსებული ე.წ. კლანის გაძლიერებას განაგრძობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.

რა საკითხებზე მახვილდება ყურადღება კომიტეტის სხდომაზე, – მანანა დევაძე მუშაობს პარლამენტში.