მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დასრულდა

21:12, 10.07.2021

იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას გამოტანილ განაჩენებზე და რატომ არ იცვლება კრიტიკული დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ – ამ კითხვებზე პასუხების გაცემა კიდევ ერთხელ მოუწიათ იმ მოსამართლეებს, რომლებიც წლებია, სისტემაში არიან, ამჯერად კი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურთ.

მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა და მკაცრი საერთაშორისო მოწოდებებისა, კანდიდატების მოსმენა იურიდიულ კომიტეტში დასრულდა, ვის დაუჭერენ მხარს ამ კომიტეტის წევრები, ეს ორშაბათს გახდება ცნობილი. ხოლო ვინ მოირგებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიას, მომავალ კვირას რიგგარეშე სესიაზე გაირკვევა.

მსგავსი