მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ასრულებს. დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს ნინო სანდოძეს. შეკითხვები დაისვა მის მიერ განხილულ გახმაურებულ საქმეებზე. კომიტეტი დღესვე გაესაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თეა ძიმისტარაშვილს. პროცესს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უნდობლობას უცხადებს. მათი განცხადებით, მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, არ ავადებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს და არ ატარებს სასამართლო რეფორმას.

პარლამენტიდან დეტალებით მანანა დევაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.

დატოვე კომენტარი