იურიდიული კომიტეტის სხდომა

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას 25 ნოემბერს დაიწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიული დოკუმენტაცია შეამოწმა. მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს, სამუშაო ჯგუფში ჩაერთოს და მოსამართლეობის კანდიდატებს კითხვებით მიმართონ.

ოპოზიცია პროცესს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ ნდობა არ აქვთ. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს უნდა მოუსმინოს და აირჩიოს.