მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამირან ძაბუნიძე უსმენენ. პროცესს უნდობლობას უცხადებს ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას ახსენებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან თანხვედრაშია.  ამირან ძაბუნიძის არჩევის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების ვაკანტური ადგილები შეივსება.