პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს კენჭს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე. სამი ვაკანტური ადგილი კი უკვე შევსებულია. მათ გუშინ ოპოზიციის ხუთმა წევრმაც დაუჭირა მხარი, რაც კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი გახდა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრები მმართველ გუნდს ფარულად გაურიგდნენ.
ერთიანობის რა რესურსი აქვს საპარლამენტო ოპოზიციას გუშინდელი ფაქტის შემდეგ და როგორია მხარეთა შეფასებები.