ISiS-ის მხარდამჭერი ბრიტანელი მასწავლებელი ლონდონში ტერაქტების განსახორციელებლად მოსწავლეების რეკრუტირებაში ცნეს დამნაშავედ
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბრიტანელი მხარდამჭერი, მასწავლებელი უმარ ჰაკი ლონდონში ტერაქტების განსახორციელებლად 100-ზე მეტი მოსწავლის რეკრუტირებაში ცნეს დამნაშავედ. ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, 25 წლის ჰაკი 11-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების რადიკალიზაციას ცდილობდა. იგი გაკვეთილებს ლონდონის აღმოსავლეთით პატარა კერძო ისლამურ სკოლაში ატარებდა.
როგორც ირკვევა, ჰაკი არასრულწლოვნებს აჩვენებდა ვიდეოჩანაწერებს, სადაც ადამიანებს თავებს კვეთდნენ. მასწავლებელი ბავშვებს აიძულებდა, ლონდონზე და სამართალდამცველებზე თავდასხმის იმიტაცია განეხორციელებინათ. უმარ ჰაკის წინააღმდეგ ჩვენება 6-მა მოსწავლემ მისცა.